ტყიბულის მუნიციპლიტეტის მერიაში კორონავირისის დაფიქსირების გამო მოქალაქეთა მიღება შეიზღუდა.

თანამშრომლების დიდი ნაწილი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ „ოკრიბანიუს“ განუცხდა რომ – „მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი სამსახურის თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსი, შესაბამისად ჯანდაცვის სამსახურთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ინფიცირებულის კონტაქტები გადაგვეყვანა თვითიზოლაციაში და მერიაში შეგვეზღუდა მოქალაქეთა მიღება.

მერიის თანმშრომლების ნაწილი დისტანციურად მუშაობენ. მაქსიმალურად ვცდილობთ მუნიციპალიტეტში შევძლოთ კოვიდ ინფექციის გავრცელების შეჩერება.
მერიაში ეპიდეიმოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის სანიტარული დამუშავება.“აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი.

არსებული ინფორმაციით ტყიბულის მუნიციპალიტეტში 55 ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულია და 300 მეტი თვითიზოლაციაში იმყოფება.