ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, “საქნახშირმა” სამუშაო პროცესი 17 ნოემბერს შეაჩერა.

კომპანიის ინფორმაციით – ინფიცირებულებისა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგისთვის, ასევე მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების მიზნით, “საქნახშირში” მოქმედებს ცხელი ხაზი – 595 33 77 54; 595 33 77 40; 595 33 73 18

“საქნახშირი” თანამშრომლებს მოუწოდებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები და თავი შეიკავონ ნებისმიერი თავშეყრისგან.