„საქნახშირმა“ მუშაობა განაახლა,

ამის შესახებ ინფორმაციას კოპანია “საქნახშირი” ავრცელებს- „14 დღიანი გაჩერების შემდეგ, 1 დეკემბერს „საქნახშირმა“ მუშაობა ადაპტირებული განრიგით განაახლა.

ამას წინ უძღვოდა განმეორებითი ტესტირება და სადეზინფექციო სამუშაოები. დეზინფექცია ჩაუტარდა როგორც შახტებს, ისე მიწისზედა კომპლექსს და ადმინისტრაციულ შენობას.

ამ ეტაპისთვის სამუშაოები რეგულაციების გათვალისწინებით და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს.“ ნათქვამია „კომპანიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.