ტყიბულში მეშახტეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ძიძიგურს შახტში გაფიცული მეშახტეები მოლაპარაკების შედეგად შახტიდან ამოვიდნენ.

მეშახტეებთან შახტში რამდენიმე საათი იმყოფებოდა ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე. მისი თქმით, გაფიცული მეშახტეები დათანხმდნენ, საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილონ და ის უშუალოდ ჩაერთვება ამ პროცესში.

შახტში მყოფი მეშახტეების ამბობენ რომ, ამ ეტაპზე ოფიციალურად გადაწყვეტილი არაფერია, ისინი მაჟორიტარი დეპუტატის სიტყვიერ დაპირებას ენდვნენ, მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება და ელოდებიან სახელფასო დავალიანების 100%-ით დარიცხვას. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტს ისევ გააგრძელებენ.