ხვალიდან, 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმოძრავებს.

შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.