„საქნახშირის“ ადმინისტრაციამ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა.
შეხვედრა ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა.

„საქნახშირის“ ინფორმაციით ტყიბულის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ აღნიშნეს, რომ თითოეული ქალბატონის როლი უმნიშვნელოვანესია საწარმოს ყოველდრიურ, გამართულ მუშაობაში და მათ ჯანრმთელობა, წარმატება და წინსვლა უსურვეს.

წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის და ერთგული სამსახურისთვის კომპანიის დირექტორის მოადგილემ წარმოების დარგში, ბადრი არაბიძემ და დირექტორის მოადგილემ შრომის უსაფრთხოების დარგში, ავთო ბოჭორიშვილმა ქალბატონებს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ „საქნახშირისთვის” ძვირფასია თითოეული ქალბატონი და დასაფასებელია მათი ყოველდღიური შრომა.

ღონისძიებაზე კოლეგებს დედის დღე და 8 მარტი მიულოცა „მინდელის“ სახელობის შახტის სატაბელო განყოფილების უფროსმა, იზო აბუთიძემ,რომელიც 40 წელია „საქნახშირის” გუნდის წევრია.

“საქნახშირის” ადმინისტრაციამ ქალბატონებს თაიგულები და პრემიები გადასცა. ღონისძიება ფურშეტით დასრულდა.
ნათქვამია „საქნახშირის“ ინფორმაცაიში.