ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ტრანსპორტის და ზედაპირულ კომპლექსის უბნებზე დასაქმებული მეშახტეები გაიფიცნენ.

მეშახტების მოთხოვნაა ხელფასების მომატება. მეშახტეები ამ დროისთვის მინდელის შახტასთან არიან შეკრებული და ადმინისტაციის პასუხს ელოდებიან.

როგორც კომპანია “საქნახშირში” აცხადებენ, საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბება და მეშახტეების მოთხოვნას განიხილავენ, რის შემდეგაც კომპანიის პოზიცია გახდება ცნობილი.