ტყიბულში გაფიცული მეშახტეების აქცია დღეს დასრულდა და ხვალიდან ისევ გაგრძელდება.

მათი მოთხოვნაა ხელფასების 300 ლარით გაზრდა.

ამ დროისთვის, კომპანიასა და მეშახტეებს შორის რაიმე შეთანხმება არ შემდგარა.

მეშახტეები საქართველოს პარლამენტის წევრს მაჟორიტარ დეპუტატს ბეჟან წაქაძეს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ, რომ გაეცნონ მათ მოთხოვნებს.

მეშახტე ზვიად კუბლაშვილი ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს, რომ მეშახტეების ხელფასის საშემოსავლო გადასახადზე შეღავათი გავრცელდეს.