ახალი წელი დღესასწაულია, რომლის მოსვლას ყოველი ქართული ოჯახი განსაკუთრებული იმედით და სიხარულით ელის. თუმცა, არსებობს ოჯახები, რომელთა მძიმე სოციალური პირობები წელიწადში ერთი დღის გახალისებასაც წარმოუდგენელს ხდის.სწორედ ამიტომ, ბიზნესმენმა მირიან ქათამაძემ გადაწყვიტა მოეწყო საქველმოქმედო საახალწლო აქცია და დახმარება გაეწია სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.რომელთა ყოველდღიურ ყოფით პრობლემებს შორის აღსანიშნავია უმუშევრობა, საკვების სიმწირე, ჯანმრთელობა, რთული საცხოვრებელი პირობები და მინიმალური საჭიროების საოჯახო ნივთების არ არსებობა.

საწირელმა მირიან ქათამაძემ ტყიბულის მუნიციპალიტეტში ყველაზე შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახები სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩია.

საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები, საოჯახო ტექნიკა, ბავშვებისთვის ტანისამოსი, ნაძვის ხე, სათამაშოები,და სხვა საჩუქრები ქველმოქმედმა მეუღლესთან ერთად წინასაახალწლოდ თავად მიუტანა და გადასცა მრავალშვილიან ოჯახებს.

გელათში იდძეების 7 შვილიან ოჯახს, ცუცხვათში არაბიძეების 5 შვილიან, დაბაძველში ცირეკიძეების 4 შვილიან და მუხურაში ქურციკიძეების 6 შვილიან ოჯახებს და ამით შეეცადა მათთვის მიზნობრივი დახმარების გაწევას და ახალი წლის გახალისებას.

მან დახმარება ასევე გაუწია და საახალწლოდ გაახარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მიშიკო ბახუტავილი და მისი ოჯახი. რომელსაც სხვა საჩუქრებთან ერთად ტელევიზორი და ინვალიდის ეტლი გადსცა.
მირიან ქათამაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი მხრიდან საქველმოქმედო აქციას ერთჯერადი ხასიათი არ ექნება და ის მსგავსი ტიპის ღონისძიებების მოწყობას, მათთვის ვისაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ, მომავალშიც გაგრძელებს.

 

ელისო ჭანტურიძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *