26 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საახალწლო კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სასახლის აღსაზრდელებმა და შემოქმედებითმა ჯგუფებმა, რომლებმაც სცნაზე განახლებული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა სამინისტროს მიერ შემუშავებული საახალწლო აქციის ფარგლებში ღონისძიებაზე სპეციალური ფერადი ავტობუსით სანტაკლაუსიც მივიდა, რომელმაც ბავშვებს სამინისტროს სახელით დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ყველა მონაწილეს საჩუქრები გადასცა. საახალწლო ზეიმზე ადგილობრივი თოვლის ბაბუაც იმყოფებოდა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, სანტაკლაუსი კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად, დევნილ, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებში საჩუქრებით ხელდამშვენებული მივიდა და იქ მცხოვრებ პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

საქარველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროს ეგიდით იმ დღეს სანტაკლაუსის აქცია საქართველოს 64 რაიონში გაიმართა.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *