„ლევან ადეიშვილის თვალის კლინიკის“ ტყიბულის ფილიალში პენსიონრებს, მასწავლებელებს და სოციალურად დაუცველებს, ექიმის კონსულტაცია და სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევები უფასოდ უტარდებათ.

ასევე კლინიკა ყველა COVID -19 ის საწინააღმდეგოდ სრულიად ვაქცინირებულებს უფასოდ თავაზობს პირველად კონსულტაციას და თვალის სრულ გამოკვლევას. აღნიშნული აქცია გაგრძელდება მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ყველა მოსწავლეს კლინიკაში თვალის გამოკვლევა უფასოდ ჩაუტარდება, ეს აქცია მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ფილიალში თვალის დაავადებათა დიაგნოსტიკა, თერაპია და ქირურგიული მკურნალობა, თვეში ერთხელ ოპერაციები თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება.

ტყიბულში კლინიკა 3 წელია ფუნქციონირებს სადაც პაცინტებს კონსულტაციას და გამოკვლევებს ექიმი ოფთალმოლოგი მიხეილ შენგელია უტარებს. ამხნის მანძილზე მრავალ პაციენტს გაეწია ექიმის კონსულტაცია და კლინიკის პროფესიონალი გუნდის მიერ გაკეთდა 400-ზე მეტი ოპერაცია.

პაციენტების მიღება ტყიბულის კლინიკაში ხუთშაბათობით 10:00 დან 17:00 სთ-მდე მიმდინარეობს,
შესაძლებელია წინასწარი ჩაწერა ტელ: 514 75-43-43
მისამართი ქ.ტყიბული გამსახურდიას ქ.N51

„ლევან ადეიშვილის თვალის კლინიკის“ ინფორმაციით პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მათთან მიიღონ სრული ოფთალმოლოგიური კვლევები თვალზე თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით – თვალისა და მხედველობის დიაგნოსტირება; მკურნალობა და ოპერაციული ჩარევები.

საჭიროების შემთხვევაში, ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკებში ტარდება შემდეგი მაღალტექნოლოგიური ოპერაციები:კატარაქტის ოპერაცია ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით უნაკეროდ; ვიტრეო რეტინალური ქირურგია; ანტიგლაუკომატოზური ოპერაციები,ტრაბეკულექტომია, ოპერაციები შუნტების გამოყენებით. ასევე ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა; ლაზერული ოპერაციები: ბადურის ფოტოკოაგულაცია დიაბეტური რეტინოპათიის დროს ბადურის პერიფერიული დისტროფიების დროს; გლაუკომის მკურნალობა ლაზერით ტრაბეკულოპლასტიკა; ასევე მეორადი კატარაქტის დროს ლაზერული დისცეზია; პლასტკიკური და რეკონსტრუქციური ოპერაციები თვალზე და მის დანამატებზე; ოპერაციები საცრემლე არხებზე.
თვალის კლინიკა ემსახურება როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებს.

პერმანენტულად, ატარებს სხვადასხვა ტიპის, უფასო სამედიცინო მომსახურების აქციებს. კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო და სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიების დაზღვევა.

ვიდეო „ლევან ადეიშვილის თვალის კლინიკის“ ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან