17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. 

წმინდა დიდმოწამე III-IV საუკუნეებში ცხოვრობდა. იგი წარმართთა ოჯახში დაიბადა, თუმცა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ რაც შეიტყო, ფარულად ქრისტიანად მოინათლა. ამისათვის სასტიკად დასაჯეს და თავი მოჰკვეთეს. წმინდა ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება.

ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანემ აღავლინა და მრევლს რწმენაში გაძლიერება უსურვა.

ნათია მურუსიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *