ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდში ახალგაზრდული პროექტებისათვის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო.

ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (TDDF) ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლე ინ ნიდ (PIN)“ მხარდაჭერით, პროექტის „დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“ ფარგლებში, ახალგაზრდული მოხალისეობრივი პროექტების განხორციელებას იწყებს.

TDDF ამ ეტაპზე მონაწილეთა შერჩევისათვის წარმოგიდგენთ მონაწილეთა აპლიკაციების ლინკებს
აპლიკაციების შევსება ახალგაზრდებს 15 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

1. „ინტერნეტ სივრცეში არსებული საფრთხეებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება“, ავტორი – გიორგი ბოჭორიშვილი. პროექტის მიზანია მედია წიგნიერების პოპულარიზაცია ტყიბულელ ახალგაზრდებში;
მონაწილეთა აპლიკაციის ლინკი:

2. „გზა კენწეროსაკენ”, ავტორები – ელზა ჯიშიაშვილი, გვანცა ფანცხავა, ელენე ახვლედიანი. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში წიგნიერების უნარების ამაღლება;
მონაწილეთა აპლიკაციის ლინკი:

3. „ფოტოკლუბი – ციფრული უნარებისა და სამოქალაქო განათლებისათვის“, ავტორი მარიამ ამბროლაძე. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ციფრული უნარების განვითარების გზით სამოქალაქო განათლების დონის გაზრდა.
მონაწილეთა აპლიკაციის ლინკი:

ახალგაზრდულ პროექტებში ჩართვა ტყიბულში მცხოვრებ 12-16 წლის მოზარდებს შეეძლებათ. მათ შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით გაერთიანდნენ სასურველ პროექტში და გაიუმჯობესონ სამოქალაქო და სოციალური უნარები. გიორგი ბოჭორიშვილი, გვანცა ფანცხავა ელენე ახვლედიანი მარიამ ამბროლაძე