ტყიბულში ხანდაზმულებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა – „სითბო და სიტკბო მათ განსაკუთრებით ჭირდებათ“,

აქციის ფარგლებში უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ტკბილეულის სასაჩუქრე პაკეტები ტყიბულის წითელი ჯვრის ფილიალის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა გადასცა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტში მოქმედმა სხვადასხვა ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა მიიღო, რომელთა თანადგომით შეგროვდა ტკბილეული და გადაეცათ ხანდაზმულებს.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ტყიბულის ფილიალი მადლობას უხდის ყველა იმ ორგანიზაციას და პიროვნებას რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს საქველმოქმედო აქციაში და ერთი დღე გაუხალისეს ხანდაზმულებს –

კომპანია ” საქნახშირს”; ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტს;სსიპ “იუსტიციის სახლის ” საზოგადოებრივი ცენტრს; ტყიბულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს.

ტყიბულის მერიის სამსახურებს: საფინანსო, აუდიტის, კულტურისა და ახალგაზრდობის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის, სოციალური და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის, ქონების მართვის,ზედამხედველობის სამსახურს .

N 57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიას;” საქართველოს ფოსტის” ტყიბულის ფილიალს; სააფთიაქო ქსელ ” ავერსის” ტყიბულის ფილიალს; სააფთიაქო ქსელ “PSP”-ს ტყიბულის ფილიალს; სააფთიაქო ქსელ ” ფარმადეპოს” ტყიბულის ფილიალს;
სააფთიაქო ქსელ “სახალხო აფთიაქის” ტყიბულის ფილიალს; “მაგთის” ტყიბულის ოფისს; ინდ.მეწარმე -ჯიშიაშვილი ჯამბულის; ინდ.მეწარმე- პაატა ქურციკიძეს; მარკეტი “ლიდერი-1”- ჯული ჯიშიაშვილს; ინდ.მეწარმე-მადონა ვერულაშვილს;ინდ.მეწარმე -ნანა ივანეიშვილს;პაპუნა გვენეტაძეს; ინდ.მეწარმე -გია ჩაფიძეს; შპს გორო 2013-გოჩა კანკიას; ინდ.მეწარმე -“Mobiluris Aqsesuarebi Da Sachuqrebi”ირმა ნადირაშვილს; ინდ.მეწარმე -გია გუმბერიძეს;მარკეტ ” მაგნიტს“; ინდ.მეწარმე-ფატიმა გაბრიჭიძეს; ინდ.მეწარმე “კაი მარკეტს” ინდ.მეწარმე თათია რობაქიძეს; ინდ.მეწარმე ფოფხაძე ნაირას.

„წითელი ჯვრის“ ადგილობრივი ფილიალის ინფორმაციით აღნიშნული ორგანიზაციების თანამშრომლების გულისხმიერებით და დახმარებით შეგროვდა ტკბილეული ხანდაზმულებისთვის. ასევე აღსანიშავია რომ ისინი „წითელი ჯვრის“ საქველმოქმედო აქციებში სხვა დროსაც აქტიურად მონაწილეობდნენ, აცხადებენ ორგანიზაციაში.

საქველმოქმედო აქცია ტყიბულში საქართველოს წითელი ჯვრის ტყიბულის ფილიალის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.