საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ტყიბულის რაიონულ სამსახურს ახალი Mercedes Benz -ის მარკის მაღალი გამავლობის სპეც მანქანა გადაეცა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ავტომობილი სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. სპეცმნქანა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიის სამედიცინო აპარატურით, რაც აუცილებელია პაციენტისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

ტყიბულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს შესაძლებლობა აქვს ახალი ავტომანქანის საშუალებით დროულად მივიდეს გამოძახების ადგილას, საჭიროების შემთხვევაში პაციენტს ავტომანქანაში გაუწიოს თანამედროვე აპარტურით პირველადი სამედიცინო დახმარება, ასევე მოსახერხებელი და კომფორტულია პაციენტის უსაფრთხოდ გადაყვანა სტაციონარში.