ქალბატონი რომელსაც ახლა გაგაცნობთ შესაძლოა საქართველოში ერთადერთი ქალია რომელიც ამ პროფესიით მუშაობს.

მარინა რეხვიაშვილი ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავში დაიბადა, დაამთავრა ამბროლაურის პირველი საშუალო სკოლა და ამბროლაურის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმი. შემდეგ დაოჯახდა და საცხოვრებლად ტყიბულში გადმოვიდა, ყავს 2 შვილი და 4 შვილიშვილი.

ახალგაზრდა ქალბატონმა მაშინდელ „შახტმშენში“ ამწე მანქანის მართვის კურსები წარმატებით გაიარა და მუშაობა 23 წლის ასაკში ამწეს მემანქანედ დაიწყო. ის ტყიბულში 1982 – 1991 წლებში განხორცილებულ თითქმის ყველა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე მუშაობდა.

შემდეგ ქვეყანაში საამშენებლო საქმიანო შეწყდა და ქალბატონ მარინას რამდენიმე წლით პროფესიული საქმის დატოვება მოუწია და მუშაობა სხვა სფეროში გააგრძელა.

მარინა რეხვიაშვილი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ საყვარელ საქმიანობას ისევ დაუბრუნდა და მუშაობა 2009 წელს „საქნახშირში“ მინდელის სახელობის შახტზე ამწეს მემანქანედ დაიწყო, სადაც დღემდე შემართებით მუშაობს. 12 წელია ყოველდღე 15 მეტრის სიმაღლის ამწეზე უწევს მუშაობა, რომლის საშუალებითაც შახტზე საამშენებლო მასალები გადააქვს.
ქალბატონ მარინას წლებია რთულ და საპასუხისმგებლო სამსახურში უწევს მუშაობა, ის ერთაერთი გამორჩეული ქალია რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ტყიბულის საამშნებლო პროცესში. ასევე დღემდე ღირსეულად და მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებს პროფესიულ საქმიანობას მინდელის სახელობის შახტზე.

მარინა რეხვიაშვილი- „წლების წინ როდესაც ტყიბულში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე ვმუშაობდი მახსოვს ობიექტზე მოსული ადამიანების განცვიფრებული სახეები, უკვირდათ ქალი ამწე კრანზე როგორ ვმუშაობდი რომლის სიმაღლეც 33 მეტრი იყო. მაგრამ ეს ჩემთვის სირთულეს არასოდეს წარმოადგენდა, მაშინაც და ახლაც ჩემს საქმიანობას სიყვარულით და შემართებით ვაკეთებ.

მეამაყება რომ ტყიბულის მშნებლობაში მაქვს წვლილი შეტანილი, ქალაქში თითქმის ყველა მრავალსართულიანი კორპუსის მშნებლობაზე ვმუშაობდი. ასევე ჩემი ნაშენებია ტყიბულის მაშინდელი საავადმყოფო, პროფესიული სასწავლებელი.

ბოლო 10 წელია შახტზე ვმუშოაბ და მიყვარს ჩემი სამსახური და ყველა აქ დასაქმებული, მადლობა კომპანიას რომ მომცა საშუალება დავბრუნებოდე ჩემს პროეფესიას, მიხარია რომ ვარ „საქნახშირის“ თანამშრომელი, კომპანიის რომელიც დიდ საქმეს აკეთებს ტყიბულის კეთილდღეობისთვის.“