ტყიბულის მუნიციპალიტეტში უკრაინიდან პირველი ოჯახი ჩამოვიდა.

ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსულ ხუთ ადამიანს, მათგან სამ არასრულწლოვანს სოფელ გელათში ერთ-ერთი ადგილობრივი ოჯახი მასპინძლობს. ისინი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს, საკვები პროდუქტები გადასცეს, თანადგომა გამოუცხადეს და ფინანსური მხარდაჭერაც აღმოუჩინეს.

„მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან აღნიშნული ოჯახის მიმართ თანადგომა გაგრძელდება, ვიდრე მათ არ მიეცემათ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა“,- აცხადებენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში.