უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი ტყიბულში დაკრძალეს.

დაღუპულ მებრძოლს პატივი ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ნათესავებმა, მეგობრებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ,სამოქალაქო საზოგადოების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს.

ცნობისთვის, დავით გობეჯიშვილი უკრაინაში ბრძოლისას მოკლეს. ის ქალაქ ირპინთან რუსულ სარაკეტო თავდასხმებს ემსხვერპლა.