“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის შესაბამისად იმ პირებს, რომლებიც სახელმწიფო საჯარო სამსახურში კონკურს გარეშე არიან დანიშნულები, 2014 წლის 1 იანვრიდან უფლებამოსილება უწყდებათ.

სწორედ ამიტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში საჯარო მოხელეთათვის ატესტაციის პროცესი იწყება. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ნებისმიერ მსურველს ექნება, მათ შორის 2-3 პოზიციაზე პარალელურად, რათა კონკურსანტებისათვის შანსები მაქსიმალურად გაზრდილი იყოს.

ატესტაცია ითვლაისწინებს შტატების იერარქიულ დაყოფასაც
– სპეციალისტთა რანჟირებას ფუნქციათა გადანაწილების შესაბამისად. ვინაიდან ვადები შეზღუდულია და კონკურსი 1 იანვრისათვის დასრულებული უნდა იქნეს, საკონკრსო-საატესტაციო კომისიას, რომლის თავმჯდომარეც კანონის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ცნობილაძეა, შრომატევადი სამუშაოს ჩატარება მოუწევს.

ნათია მურუსიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *