საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტის არჩევნები ტყიბულში უჩვეულოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ტყიბულის #57 საოლქო საარჩევნო კომისიამ ტყიბულის ოლქის 37-ვე უბნის მონაცემები შეაჯამა. 

როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, ტყიბულის ოლქში საპრეზიდენტო არჩევნებმა მშვიდად, ექსცესების გარეშე ჩაიარა და ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დააფიქსირა. საარჩევნი სიებში სულ დარეგისტრირებული იყო 23 538 მოქალაქე, აქედან საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღო 11 748 ადამიანმა, რამაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49,9 % შეაადგინა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: გიორგი მარგველაშვილმა მიიღო 6 586 ხმა ანუ ამომრჩეველთა ხმების 56 %, დავით ბაქრაძემ კი 2 953 ხმა ანუ 25 %, ხოლო ნინო ბურჯანაძემ _ 1 350 ხმა ანუ ხმების 11 %. დარჩენილი ხმების 18 % კი სხვადასხვა კანდიდატებზე გადანაწილდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *