დღეს დილით ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში საწარმოო პროცესის დროს, მეექვსე საექსპლუატაციო უბანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი, 35 წლის ლევან ნეფარიძე გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა სავარაუდოდ, ფელანის ჩამოშლის შედეგად განვითარდა. დაშავებული შახტიდან მალევე იქნა ამოყვანილი თუმცა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც შახტის ხელმძღვანელობა აცხადებს, მომხდართან დაკავშირებით შიდა მოკვლევა და ფაქტის გამოძიება უკვე დაწყებულია. გარდაცვლილს ექსპერტიზა ქუთაისის პროზექტურაში ჩაუტარდა და ამ დროისათვის სოფელ ხრესილში, საკუთარ სახლშია გადასვენებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *