13 ოქტომბერს პირველად ტყიბულმა დასავლეთ საქართველოს რაგბის ფესტივალს უმასპინძლა, რომელიც 2000-2006 წლებში დაბადებულ მორაგბეთა შორის გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში, ცენტრალურ სტადიონზე რაგბში ერთმანეთს დასავლეთ საქართველოს ათი გუნდი დაუპიერისპირდა. ტყიბულის ახლადშექმნილ რაგბის გუნდთან ერთად ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ზესტაფონის, თერჯოლის, საჩხერის, ჭიათურის, ამბროლაურის და ქუთაისის გუნდებმა. აღსანიშნავია ის, რომ ტყიბულის რაგბის გუნდი სულ ერთი თვეა რაც შეიქმნა და მას საბჭოთაკავშირის სამგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელი რობერტი ობოლაძე ხელმძღვანელობს, რომლის ინიციატივითაც მოხერხდა ფესტივალის ჩატარება.

აღნიშნული ფესტივალი ქალაქის თვითმართველობის აქტიური მხარდაჭერით, რაგბის კავშირის, დასავლეთის განოყოფილების და “ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის თაანამშრომლობით გაიმართა.
ფესტივალი ჩვენს ქალაქში საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა და მასში მონაწილე გუნდები თასებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ფესტივალი დასავლეთ საქართველოში, რაგბის კავშირის ეგიდით, ასაკის მიხედვით სხვდასხვა რაიონში სისტემატიურად იმართება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს რაგბის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების ჩაბმას სპორტის ამ სახეობაში.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *