ტყიბულში ,,ქართული ოცნების” ოფისთან ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურის მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა, რომლებიც ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვდნენ.მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ასსამოცამდე ადამიანი იმერეთიდან  სამუშაოდ ამბროლაურის რაიონში სოფელ თლუღში გირჩის საკრეფად ჩავიდა, მაგრამ მათ ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენეს. ისინი სოფლიდან გამოყარეს იმ მიზეზით, რომ ამბროლაურის ტერიტორიაზე მათი თქმით მხოლოდ ადგილობრივები უნდა იყვნენ დასაქმებულები.

იმერეთიდან ჩასულებს შეგროვილი რამდენიმე ტონა გირჩი მათვე დააწვევინეს. დაზარალებულთა განცხადებით სოფლის მოსახლეობასთან ერთად მათ ადგილობრივი პოლიცია და ხელისუფლებაც დევნიდა, სოფელში ავტომატით შეიარაღებულები დადიოდნენ და ემუქრებოდნენ  სოფელი დატოვეთო.

ასევე რამდენიმე დღის წინ რაჭისა და ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითის საზღვარზე  გირჩის შეგროვებისას ამავე სოფლის რამდენიმე არასრულწლოვანი  სცემეს.

დაზარალებულები  დახმარებასა და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

     შეკრების დროს ასევე მოხდა ინციდენტი, ერთერთმა იქვე მდგომმა სოციალური სააგენტოს თანამშრომელი ლონგი ჯანელიძე ცემა იმ მიზეზით რომ მას სოციალური დახმარება მოუხსნეს. ამ ფაქტან დაკავშირებით დაზარალებულიცა და რამდენი მოჩხუბარიც ადგილობრივ პოლიციაში გადაიყვანეს სადაც მათი დაკითხვა მიმდინარეობს.

გიორგი სულაძე,   ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *