ტყიბულში მეჩვიდმეტე საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ახლადააღდგენილი ეკლესია ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა მეუფე გიორგიმ (შალამბერიძე) აკურთხა.


დანგრეული ტაძრის აღდგენითი სამუშაოები 2011 წლის ზაფხულზე დაიწყო.სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის ფონდი ანხორციელებდა.

ასევე ტაძრის აღდგენაში ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლება იღებდა მონაწილეობას.ტაძრის სრული რეაბილიტაცია კეთილი ადამიანების შემოწირულობებითა და დახმარებით განხორციელდა.

     ეკლესიის კურთხევას ადგილობრივი მოსახლეობა,ეპარქის სამღვდელოება და მოწვეული სტუმრები დაესწრო.წინამძღვრად მამა დავითი(ბოჭორიშვილი)იქნა დადგენილი,რომლის ინიციატივითაც  მოხდა დანგრეული ტაძრის აღდგენა.

გიორგი სულაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *