შ.პ.ს  ,,საქნახშირი (ჯი-აი- ჯი ჯგუფი)”-სა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთობლივი ინიციატივით 31 აგვისტოს მუნიციპალიტეტის თეატრში მეშახტის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა.

 ადგილობრივმა ანსამბლებმა ,,გელათმა” და ,,ცხრაჯვარმა” მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

სცენაზე ასევე გამოვიდა სოლო შემსრულებელი აკაკი გაბადაძე და ქალაქ ოზურგეთის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი ,,შვიდკაცა”, რომელმაც მეშახტეებს დღესასწაული სიმღერით მიულოცა.

მეშახტეებს პროფესიული დღესასწაული ასევე მიულოცა ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ (რომელიც ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო), ქალაქის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ და შ.პ.ს  ,,საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)”-ს სახელით შ.პ.ს  ,,საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)”-ს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ვალერი კუხალაშვილმა.

მან მოწინავე მეშახტეები, რომლებიც 14 ნომინაციაში გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ, სიმბოლური საჩუქრებით, სიგელებითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი, შ.პ.ს  ,,საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)”-ს ინვესტორი დავით ბეჟუაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც  მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *