საქართველოში შესაძლოა შეიქმნას ჯანმრთელობის დაზღვევის ერთიანი ეროვნული ფონდი, რომელიც სამედიცინო მომსახურების ერთადერთი შემსყიდველი იქნება.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ, ავტორმა კანონპროექტი დასახვეწად უკან გაიწვია, თუმცა ამ საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო დღეს სტუმარი სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ.

კანონპროექტის მიხედვით, ერთიანი ფონდი კერძო სადაზღვევო კომპანიის ჩანაცვლებით, შესაბამისი სადაზღვევო პაკეტის შესყიდვის ვალდებულებას თავის თავზე აიღებს.

მოსახლეობისთვის ერთადერთი სამედიცინო მომსახურების პაკეტი იარსებებს. ჯერ უცნობია, კანონპროექტის რა დეტალები შეიცვლება, თუმცა კონცეფცია იგივე დარჩება.

ამ საკითხზე გადაცემის სტუმარი ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ელისო ჩაფიძე საუბრობს. უმცირესობამ უარი განაცხადა ამ გადაცემაში მონაწილეობაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *