ქართლ ჭიდაობას, როგორც ეროვნულ ტრადიციულ სახეობას ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

ამის ნათელი მაგალითი ისიცაა, რომ ტყიბულში, ცირეკიძის ქუჩაზე, ყოფილი აბანოს ტერიტორიაზე ქართული ჭიდაობის არენა კეთდება.

25 ივნისს საჩხერეში გოდერძი მამაცაშვილისა და თეიმურაზ სამხარაძის სახელობის ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში. შეჯიბრება სამ ასაკობრივ ჯგუფში მიმდინარეობდა და მასში ძირითადად იმერეთის მხარის სპორტული სკოლები იყო ჩართული.  ტურნირზე ტყიბულელი მოჭიდავეებიც გაემგზავრნენ. ჩვენმა ბიჭებმა მომზადების მაღალი კლასი აჩვენეს, რაც შედეგებზე სათანადოდ აისახა. 2002-2004 წლიანებში პირველი ადგილი ჯონი ჩაფიძემ დაიკავა, 2000-2001 წლიანებში კი ჩემპიონები ილია სულამანიძე და გარი ჩაფიძე გახდნენ, ხოლო შალვა სულამანიძემ კი მეორე საპრიზო ადგილი აიღო. რაც შეეხება 1998-99 წელში დაბადებულ სპორტსმენებს, მათ შორის, მესამე ადგილზე რატი ხელაძე გავიდა. თითოეულ მოჭიდავეს 3-4 მძიმე ბრძოლის ჩატარება მოუწია. ტურნირზე მათი გამგზავრება ტყიბულის სპოტრულმა ცენტრმა დააფინანსა. ბიჭები შეჯიბრებისათვის მწვრთნელებმა გია ობოლაძემ, გიგა სოფრომაძემ და შალვა ბიბილაშვილმა მოამზადეს.

ნათია მურუსიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *