საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ტყიბულის რაიონიში  პირველადი ჯანდაცვის ექიმებს შეხვდა. შეხვედრა მოეწყო ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ჩაფიძის ინიციატივით.

შეხვედრაზე მინისტრმა ექიმებს  ჯანდაცვის საბჭოში გაწევრიანება შესთავაზა, რომლითაც სოფლის ექიმებისა და პირველადი ჯანდაცვის ექიმების საქმიანობის სტრატეგია უნდა განისაზღვროს  და ამ პრობლემების შესწავლაში  უშუალოდ სოფლის ექიმებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა.

„თქვენი ხმა უნდა მოვიდეს ჩვენამდე, ამიტომ გთავაზობთ თქვენს ერთ-ერთ წარმომადგენელს ჩააბაროთ თქვენი ბედი, სხვა ვერავინ გვასწავლის თქვენს პრობლემებს და ერთად შევარჩიოთ გზა, რომელიც უკეთესია“, –  განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა საყოველთაო დაზღვევის ახალ პროგრამაზეც, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება და ორსულთა პატრონაჟს, მშობიარობასა და გეგმიურ ოპერაციებს დააფინანსებს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *