,,გააცოცხლე სიყვარული დედამიწაზე” ამ სახელწოდების კონცერტი გუშინ ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში გაიმართა. სიყვარულითა და სითბოთი გაჯერებულ კლასიკური მუსიკის საღამოზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანი სიმფონიური კვარტეტი და ოპერის თეატრის სოლისტები ბესიკ ბასილაძე და სოფო ბეროშვილი, რომელთაც აკომპანირებას ცნობილი კონცერტმაისტერი მეგი ჭანტურია უწევდა. ისედაც თბილი საღამო თავისი ლექსებით კიდევ უფრო დაათბო და გაალამაზა მესხიშვილის თეატრის მსახიობმა, ახალგაზრდა პოეტმა გიორგი შალამბერიძემ. პროექტი ლალი კუბლაშვილის ინიციატივით დაიგეგმა.

 

ელისო ჭანტურიძე

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *