კლიმატის გლობალური ცვლილებების გამო თანამედროვე მსოფლიოში ეკოლოგია პრიორიტეტულ სფეროთა რიგში დგას.

საქართველოს სამ ქალაქში _ ქუთაისში, ფოთსა და თელავში ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის შემუშავება მოხდა. პროექტს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი” G-PAჩ-ის პროგრამის ფარგლებში USAID დაფინანსებით ახორციელებს.

მეოთხე ქალქი, რომლისთვისაც გარემოსდაცვითი პროგრამა შემუშავდება ტყიბულია. “საზოგადოების ჩართვა გარემოს დაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში” _ ამ სახელწოდებით ტრენინგების კურსი ერთ წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფს ჩაუტარდება. 2013 წლის შემოდგომამდე კი მათი თანამონაწილეობით ტყიბულის გარემოს დაცვითი სამოქმედო გეგმა შეიქმნება.

ნათია მურუსიძე