საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით იმ პირების პენსია, რომლებიც პარალელურად საჯარო სამსახურში მუშაობენ დაქვითვას ექვემდებარება. მარგამ 2013 წლის 1 სექტემბრამდე ამ მოქალაქეებზე პენსია სრულად გაიცემოდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტყიბულში მოსახლეობაას შეხვდა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ ტყიბულის მუნიციპალიტეტი 2012_2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის დააჯილდოვა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის ასევე დაჯილდოვდა ყვარლის და დმანისის მუნიციპალიტეტები და რამდენიმე სამინისტრო.

წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში ტყიბულს მორიგი საპრეზიდენტო კანდიდატი ეწვია. 27 სექტემბერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი. პრეზიდენტობის კანდიდატი 14 სექტემბერს ტყიბულში იმყოფებოდა.

საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს რეგიონის მოსახლეობასთან. 19 სექტემბერს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ტყიბულის ამომრჩეველს შეხვდა.

კოალიცია ,,ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტყიბულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ქალაქში არსებულ პრობლემებს გაეცნო.

26 აგვისტოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მიწვეული სტუმრის სტატუსით ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი და მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდნენ.

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ჩაფიძის ჯვრისწერაზე მიმავალი პრემიერ-მინისტრი გზად კურსების თემში მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლის უფლებები და დაცვის მექანიზმი იზრდება. შესაბამისი ცვლილებები შესაძლოა შევიდეს საქართველოს კანონში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.