სპრტული ცენტრის ინიციატივით პირველად ტყიბულში სპორტული შეჯიბრება -,, მხიარული სტარტები” ჩატარდა. სკოლებს შორის მხიარული თამაშები 3 დღის მანძილზე გაგრძელდა და მასში მონაწილეობას ქალაქის საჯარო სკოლებთან ერთად კურსების, ორპირის და გელათის საჯარო სკოლის გუნდებმა მიიღეს.Continue Reading

29 აპრილს სპორტული ცენტრის ინიციატივით პირველად ტყიბულში საჯარო სკოლებს შორის ,,მხიარული სტარტები” დაიწყო, სადაც მონაწილეობას ქალაქის საჯარო სკოლებთან ერთად სოფელ კურსების, ორპირის და გელათის საჯარო სკოლის გუნდები იღებენ.Continue Reading

26 აპრილს კლუბ “რატის” დარბაზში გელა გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი გაიმართა “კუნგ ფუ სანდაში”. იმერეთის პირველობაში მონაწილეობა იმერეთის შვიდმა კლუბმა მიიღო.Continue Reading

>28 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით ქალაქ ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკეთა შორის ჭადრაკში, იმერეთის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ტყიბულიელმა მოჭადრაკეებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს.Continue Reading

“ევრაზიის თასის პირველობაზე კუნგ-ფუ სანდაში”, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება ტყიბულელმა სანდისტებმა წარმატებით იასპარეზეს – 4 ოქრო, 7 – ვერცხლი და 5 – ბრინჯაო.Continue Reading

სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა ტყიბულის საჭარდაკო სკოლაში რაიონული სასკოლო გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. შეჯიბრებამ სტარტი 5 მარტს აიღო და მასში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები იღებდნენ. თითოეული სკოლის გუნდი სამი ვაჟითა და ერთი გოგონათი იქნა დაკომპლექტებული.Continue Reading

იმერეთის ჩემპიონატზე ჭადრაკში, რომელიც ყოველწლიურად იმართება პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ცქიფურიშვილმა მეორე საპრიზო ადგილი აიღო.Continue Reading

6 მარტს ტყიბულის “მეშახტემ” მორიგი თამაში გამართა. მან საკუთარ მოედანზე ოზურგეთის “მერცხალს” უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით სამით ნოლი მოიგო.Continue Reading

ტყიბულის სპორტული ცენტრის ძიუდოს გუნდის სპორტსმენებს დღემდე არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. მათ მრავალრიცხოვან ტიტულთა რიცხვს კიდევ ერთი წარმატება შეემატა.Continue Reading

7 დეკემბერს კლუბ “რატის” დარბაზში გელა გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა “კუნგ-ფუ-სანდაში”.Continue Reading

9 და 10 ნოემბერს თბილისში საქართველოს თასის პირვლობა გაიმართა “კუნგ-ფუ სანდაში”. ტრადიციული ტურნირი დიღმის საჭიდაო კომპლექსში მიმდინარეობდა. შეჯიბრებები “საქართველოს კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაციის” ეგიდით ჩატარდა.Continue Reading

“ტყიბულის მუნიციპალიტეტის თასზე” მოსწავლე-ახალგაზრდობის სპარტაკიადა ჩვენთან უკვე მეათე წელია ტარდება. სპარტაკიადა 4 მარტს გაიხსნა და იგი 18 ოქტომბრამდე ორ ზონად, ქალაქსა და სოფლად ჩატარდა. სპარტაკიადის რვა სახეობაში მუნიციპალიტეტის 17 საჯარო სკოლის 889 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრებები პირველი, მეორე და მეხუთე საჯარო სკოლების გარდა, ორპირის, კურსების, გურნისა და სოჩხეთის საჯარო სკოლებისContinue Reading

13 ოქტომბერს პირველად ტყიბულმა დასავლეთ საქართველოს რაგბის ფესტივალს უმასპინძლა, რომელიც 2000-2006 წლებში დაბადებულ მორაგბეთა შორის გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, ცენტრალურ სტადიონზე რაგბში ერთმანეთს დასავლეთ საქართველოს ათი გუნდი დაუპიერისპირდა. ტყიბულის ახლადშექმნილ რაგბის გუნდთან ერთად ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ზესტაფონის, თერჯოლის, საჩხერის, ჭიათურის, ამბროლაურის და ქუთაისის გუნდებმა.Continue Reading

13 ოქტომბერს ტყიბულის “მეშახტემ” მორიგი თამაში გამართა. მან საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამო 2”-ს უმასპინძლა და მეტოქესთან მინიმალური სხვაობით ორით ერთი დამარცხდა.Continue Reading

30 აგვისტოს ტყიბულის “მეშახტესა” და ქუთაისის “ტორბპედოს” ვეტერან ფეხბურთელთა შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. ამხანაგური შეხვედრა ახლახან გარდაცვლილი ვეტერანი ფეხბურთელის და ამავდროულად ტყიბულის მეშახტის მწვრთნელის დავით გვენეტაძის ხსოვნას მიეძღვნა.Continue Reading

ცოტა ხნის წინ ბათუმში გამართულ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე “შავი ზღვის დელფინი” ტყიბულელი ნორჩი მოჭადრეკეებიც იმყოფებოდნენ.Continue Reading

ტყიბულელმა სანდისტებმა 6 და 7 ივლისს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე “კუნგ ფუ სანდა”-ში მორიგ წარმატებას მიაღწიეს.Continue Reading

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თემურ ჩუბინიძემ ქალაქის რწმუნებულ ბორის გაბრიაძესთან ერთად საფეხბურთო კლუბ “მეშახტის” ფეხბურთელთა გუნდის ბაზაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები მოინახულა, რომელსაც გულშემატკივართა ფონდი ახორციელებს.Continue Reading

ტყიბულის “მუნიციპალიტეტის თასზე” მოსწავლე-ახალგაზდობის რიგით მეათე სპარტაკიადა დაიწყო, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სპორტიული ცენტრის ორგანიზებით ტარდება, მას თანამშრომლობას საგანმანათლებლო რესურსცენტრი უწევს.Continue Reading

თბილისში დიღმის საჭიდაო კომპლექსში გაიმართა ტრადიციული “ევრაზიის პირველობა კუნგ-ფუ-სანდაში.” ტურნირის ორგანიზატორი “საქართველოს კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაცია” იყო.Continue Reading