ტყიბულში, ძიძიგურის შახტის გაფიცულ მეშახტეებს შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ შეხვდნენ, რის შემდეგაც მათ ტყიბულის მერიასთან გადაინაცვლეს.

ნაციონალური მოძრაობა“ ტყიბულელ მეშახტეებს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა.

ტყიბულში მერიასთან მეშახტეთა აქციაზე „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი მივიდა.

ტყიბულელი მეშახტეები პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მაჟორიტარ დეპუტატს ელგუჯა გოცირიძეს წერილით მიმართავენ და სთხოვენ უზრუნველყონ უახლოეს მომავალში ტყიბულის შახტების ამოქმედების საკითხის გადაწყვეტა, ასევე დაეხმარონ მეშახტეებს კუთვნილი ხელფასის მიღებაში.