22 აგვისტოს ტყიბულში უკვე ტრადიციად ქცეული ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი “ტყიბული 2014” დაიწყო.

 

მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული 70-მდე მოჭადრაკე მიიღებს, რომელთა შორის საქართველოს ჩემპიონი და ევროპის პრიზიორებიც მონაწილეობენ.

შეჯიბრება 4 ასაკობრივ ჯგუფში – რვა, ათ, თორმეტ და თექვსმეტ წლამდე ვაჟებსა და გოგონებს შორის გაიმართება. თამაშები შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად ჩატარდება. ფესტივალის გახსნას ამ დღეს საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები დაესწრნენ. ისინი მონაწილეებს ფესტივალის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და მათ წარმატებები უსურვეს.

შეჯიბრების ორგანიზატორები საქართველოს, იმერეთისა და ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობაა. ჭადრაკის ფესტივალი ჩვენს ქალაქში 29 აგვისტომდე გაგრძელდება.

თეონა ჯანელიძე