ტყიბულში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა აქტიური მოქალაქეებისათვის ტრენინგი ჩაატარეს.
,,საიას” წარმომადგენლებმა ტრენინგი პროექტის ფარგელებში ,,იაქტიურე და ჩაერთე გადაწყვეტილების მიღების პროცესში” გამართეს, თემატიკაზე ადვოკატირება, ფონდების მოძიება, აქტიური მოქალაქის პრინციპები, მოქალქეების ხელმისაწვდომობის გზები გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ინფორმაციის საჯაროობა.
აღნიშნული პროექტის მიზანია მოახდინოს მოქალაქეების გააქტიურება და უშუალო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის მოგვარების პროცესში.
ელისო ჭანტურიძე