საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში პროექტის ფარგლებში ,,იაქტიურე და ჩაერთე გადაწყვეტილების მიღების პროცესში” სამუშაო ჯგუფის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი შიდა გზების რეაბილიტაციის საკითხს შეეხებოდა, რომლის მოგვარებაც მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით უნდა მოხდეს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილიც ესწრებოდა.
პროექტი დაფინანსებულია ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა საქართველოში”-ს მიერ.
ელისო ჭანტურიძე