ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დღეს დილით გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეტუტატების უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარედ ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელი თამაზ კუბლაშვილი აირჩია.
საკრებულოს სხდომას 25 დეპუტატი ესწრებოდა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მხოლოდ ერთი, თამაზ კუბლაშვილის კანდიდატურა დასახელდა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს ყველა წევრმა მიიღო. დასახელებულ კანდიდატს მხარი 14 დეპუტატმა დაუჭირა, 9 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 2 ბიულეტენი გაბათილდა.
სხდომას მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ახლად არჩეული თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მორიგი საკრბულოს სხდომა ხვალ დღის 2 საათზე გაიმართება.
ელისო ჭანტურიძე