მუნიციპალიტეტის გამგებელი გასვლითი სამუშაო დღის ფარგლებში კვლავ აგრძელებს მუნიციპალიტეტის თემებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე სამუშაოებისა და დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტების დათვალიერებას.

ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად რობიზონ გვენეტაძე ამჯერად საწირის თემში იმყოფებოდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით წელს საწირესა და მის სოფლებში 28 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მათ შორისაა საწირის ცენტრში სკვერის რეაბილიტაცია და ასევე სასაფლაომდე მისასვლელი გზის ბეტონის საფარით მოწყობა, რომლის სიგრძეც 45 მეტრია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებშივე მოხდა საწირის წისქვილის რეაბილიტაციაც, სადაც მთლიანად დაიხურა შენობა. იქ ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირადად დაათვალიერა. რობიზონ გვენეტაძე ახალსოფელში სასმელი წყლის ჭის სარეაბილიტაციო სამუშAოებითაც დაინტერესდა, სადაც 1877 ლარის სამუშაოები იქნა ჩატარებული. იგი აქ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემებით დაინტერესდა.

4241 ლარი მოხმარდება საწირის თემის სოფელ სამტრედიაში მინი სტადიონის მოწყობას, რომელიც არსებული ტერიტორიის მოსწორებას, შეღობვასა და სათამაშო ბუნებრივი მინდვრით უზრუნველყოფას გულისხმობს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა იქ ჩატარებული სამუშაოები პირადად ნახა.

წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზედუბანში გარე განათების მოწყობის სამუშაოები ჩატარდა, რაზეც 3865 ლარი იქნა გამოყოფილი. აღნიშნული პროგრამით წელს საწირის თემზე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სულ 68 900 ლარი დაიხარჯება.

თეონა ჯანელიძე