საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საჩუქრად ეტლები გადაეცათ.
აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი აზრი” იყო.
აღნიშნული ორგანიზაცია მსგავსი ტიპის აქციებს ფონდ “სოცოცხლის ხე”-სთან თანამშრომლობით საქართველოს მასშტაბით უკვე მესამე თვეა ატარებს. “საზოგადოებრივი აზრის” წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეტლები პირადად სახლში მიუტანეს.
აქციის ფარგლებში ჩვენს მუნიციპალიტეტში ეტლი სულ ცამეტ ადამიანს გადაეცა.
თეონა ჯანელიძე