უკვე რამდენიმე დღეა გორგიძის ქუჩაზე ტენდერში გამარჯვებული ფირმა “კომფორტი 2001” გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს.
პროექტით ფირმამ აღნიშნულ ქუჩაზე ქსელის მონტაჟი უნდა მოახდინოს. თუმცა როგორც მოსახლეობა აცხადებს, “კომფორტი 2001” იქ მიმდინარე სამუშაოებს ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე აწარმოებს, ასევე დარღვევებია პროექტის პირობებშიც. გაზის მილების პირველადი დაფარვა იმ ნედლეულით არ ხდება, რაც პროექტით იყო გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე აღნიშნული საკითხით პირადად დაინტერესდა.
პროექტის მიხედვით ამავე ფირმამ უნდა მოიყვანოს გორგიძის ქუჩის ტერიტორია პირველად მდგომარეობაში. აღნიშნული საკითხის მოგვარება მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირად კონტროლზე აიყვანა.
თეონა ჯანელიძე