პოლონური ფონდი “ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი” საქართველოში პარტნიორ ორგანიზაცია “კავკასიიის ჟურნალიტთა საერთაშორისო ცენტრთან” თანამშრომლობით, 2007 წლიდან საქართველოს რეგიონული გაზეთებისთვის ანხორციელებს პროექტს, რომლის მიზანი რეგიონული მედიის განვითარებაა.


ფონდის პროგრამის ფარგლებში 8 წლის განმავლობაში პოლონელი და ქართველი მედია ექსპერტები სასწავლო ტრენინგებს ატარებდნენ რეგიონული გაზეთების გამომცემლებისა და ჟურნალისტებისათვის საქართველოსა და პოლონეთში. ასევე, პროექტში მონაწილე რედაქტორები პოლონეთის რეგიონული გაზეთების რედაქციებს სტუმრობდნენ, ეცნობოდნენ მათ მუშაობას და იზიარებდნენ გამოცდილებას.

მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში პოლონურმა ფონდმა ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთი”, “კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრთან” თანამშრობლობით გამართა ტრეინინგები ქუთაისში, სახელწოდებით “საინფორმაციო მედიიდან ინტელექტუალურ მედიამდე -საქართველოს ადგილობრივი გაზეთები ინტერნეტში” რომელიც დაფინანსებულია შემდეგი პროგრამების ფარგლებში: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2014 წლის თანამშრომლობის განვითარების პროგრამა “დემოკრატიის მხარდაჭერა” და თავისუფლების ფონდის პოლონურ-ამერიკული პროგრამა “ცვლილებები რეგიონში – RITA“, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისთვის”. პროექტის ფარგლებში რამდენიმე რეგიონული მედიის რედაქციას გაუკეთდა ვებ-გვერდი და გამომცემლებმა და ჟურნალისტებმა შეისწავლეს ახალი მედიის ტექნილოგიები, რის შემდეგაც პროექტში მონაწილე რედაქციებისთვის გამოცხადდა კონკურსი შემდეგ კატეგორიებში: 1. საუკეთესო ვებ-გვერდი; 2. საუკეთესო ვიდეო მასალა 3. საუკეთესო ფოტომასალა; 4. საუკეთესო ტექსტური მასალა.

კონკურსში საქართველოს რეგიონული მედიის 11 გამოცემა და 40 ჟურნალისტი მონაწილეობდა.

7 ოქტომბერს კონკურსში მონაწილე რეგიონული მედიის გამომცემლები და ჟურნალისტები თბილისში სასტუმრო ”კოპეში” შეიკრიბა,სადაც პოლონური ფონდის ”ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთის” წარმომადგენელმა აგნეშკა ნოვინსკამ ხუთკაციანი პოლონელი მედია ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიურის მიერ კონკურსში გამარჯვებულები დაასახელა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ.

,,საუკეთესო ვებ-გვერდის“ ნომინაციაში პირველი ადგილი მიენიჭა ინტერნეტ გამოცემა „ოკრიბანიუსს“ (ტყიბული) OKRIBANEWS.GE, რედაქტორი გიორგი სულაძე დიპლომითა და ლეპტოპით დაჯილდოვდა.

ვებ-გვერდის გამორჩეული ინტერაქტიულობისთვის, ვებ-გვერდის PSNEWS.GE (ქუთაისი), რედაქტორს ნატო გუბელაძეს სერთიფიკატი და პლანშეტი გადაეცა.

ნომინაციაში ,,საუკეთესო ტექსტი“ დიპლომი და ლეპტოპი გადაეცა გამოცემა „სამხრეთის კარიბჭეს“ (ახალციხე), ჟურნალისტი თინათინ ზაზაძეს სტატიისთვის – „პატარები ბაღის, პედაგოგები კი ხელფასის გარეშე“. ამავე კატეგორიაში, სერტიფიკატით და პლანშეტით დაჯილდოვდა „მთავარი თემა სამეგრელოში“ (ფოთი), რედაქტორი ინგა გვასალია, სტატიისთვის – “ვინ აგებს პასუხს ბაზარში გაყიდულ თევზზე?”

საუკეთესო ფოტორეპორტაჟისთვის – „შვიდი ოჯახი ერთ ჭერქვეშ“ დიპლომი და ლეპტოპი გამოცემლობა „გურია ნიუსის“ (გურია), ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ მიიღო.

საუკეთესო ფოტოსურათისთვის – „მონაზვნები ტელეფონით“ სერტიფიკატი და ფოტოაპარატი გამომცემლობა „ჩემ ხარაგაულს“ (ხარაგული), რედაქტორს ლაურა გოგოლაძეს გადაეცა.

საუკეთესო ვიდეომასალისთვის – „დაბინძურებული გარემო მოსახლეობას საფრთხეს უქმნის“, დიპლომით და ლეპტოპით გაზეთი „კახეთის ხმა“ (გურჯაანი), ჟურნალისტი ნარგიზა იაგანაშვილი დაჯილდოვდა. ამავე კატეგორიაში ვიდეომასალით – „ბიზნესმენის აგარაკზე ჩინოვნიკების ქეიფი და პროტესტი გზაზე“ სერთიპიკატი და ფოტოაპარტი მიიღო შიდა ქართლის საინფორმაციო სააგენტომ „ქართლის ხმამ“ (გორი), რედაქტორმა საბა წიწიკაშვილი. პლანშეტი ასევე გადაეცა „გურიის მოამბეს“ (გურია) გამომცემელ ლადო მენაბდეს, ვებ-გვერდზე განხილული თემების გამორჩეული ადგილობრივი ხასიათისათვის.

გამოცემა „ზუგდიდელები“ (ზუგდიდი) ერთი წლის ინტერნეტპაკეტით დაჯილდოვდა, გაზეთის ვებ-გვერდის დაარსებასთან დაკავშირებული გამოწვევების შედეგიანად დაძლევისათვის.

სპეციალური ჯილდოთი – პოლონეთში სასწავლო ვიზიტით დაჯილდოვდნენ გამოცემები: „ოკრიბა ნიუსი“ (ტყიბული), „მთავარი თემა სამეგრელოში“ (ფოთი), „ჩემი ხარაგაული“ (ხარაგული) და „სპექტრი“ (გურჯაანი). პროგრამის ფარგლებში ოთხივე გამოცემის რედაქტორები ნოემბერში ერთკვირიან სტაჟირებას გაივლიან პოლონეთის ქალაქ პოზნანის ადგილობრივ გამომცემლობებში.

ელისო ჭანტურიძე

logos