ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის სახურავი უკვე სავალალო მდგომარეობაშია.
იმის გამო, რომ იგი რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია, შენობის სხვენში წყალი ჩამოდის, რაც საფრთხეს უქმნის დარბაზის უნიკალურ ჭერს. მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სხვა წარმომადგენლებთან ერთად პირადად იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის თეატრის სხვენსა და სახურავზე და იქ არსებული მდგომარეობა დაათვალიერა.
რობიზონ გვენეტაძის განცხადებით, სამუშაოთა მასშტაბურობის გამო წელს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა გაძნელდება, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობა თეატრის გადახურვისათვის საჭირო თანხის გამოსაყოფად ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს, რათა შენობის რეაბილიტაცია მომავალი წლის ბიუჯეტში ჩასმული იქნას.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის სახურავის საერთო ფართობი 1400 კვადრატული მეტრია.
თეონა ჯანელიძე