მუნიციპალიტეტის გამგებელი მშენებარე ინფრასტრუქტურული ობიექტების დათვალიერებას კვალავ აგრძელებს.
29 ოქტომბერს რობიზონ გვენეტაძე ხრესილში იმყოფებოდა, სადაც იგი „ბრილისას“ ხიდის სამშენებლო სამუშაოებს პირადად გაეცნო. აღნიშნული პროექტის საერთო ღირებულება 97 219 ლარს შეადგენს და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „გზა 21“ ასრულებს. ხიდი მომავალში ორ სოფელს, ხრესილსა და ბუეთს ერთმანეთთან დააკავშირებს.
ხიდის მშენებლობა ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამავე დღეს ტყიბულში „შაორჰესის“ ადმინისტრაციული შენობის წინ, დასავლეთ შახტის მიმართულებით რკინიგზამდე არსებული კიბის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული ობიექტის შეკეთება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მოხდება. კიბეები ექსპლუატაციაში წლის ბოლომდე შევა.
თეონა ჯანელიძე