ჭყეპში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენა, რომელიც სავარაუდოდ VI-VII საუკუნეებისაა, უკვე დაიწყო.
კირქვით აშენებული ტაძარი დროთა განმავლობაში ეტაპობრივად ინგრეოდა და ჩვენამდე მან მცირე ნანგრევების სახით მოაღწია. ეკლესიის აღდგენის სურვილი იქ მაცხოვრებლებს დიდი ხნის მანძილზე განუხორცილელებელი ჰქონდათ. თუმცა მამა ნიკოლოზ (ქათამაძის) მონდომებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით ტაძრის მშენებლობა ზაფხულზე დაიწყო.
საფუძვლამდე დანგრეული ტაძრის მშენებლობაში სპეციალისტებთან ერთად მამა ნიკოლოზი და სოფლის მოსახლეობაც აქტიურად ჩაება. ეკლესიის აღდგენისათვის საჭირო სახსრები მრევლმა გაიღო. კეთილი ადამიანების მიერ გაღებული შემოწირულობებით სამშენებლო მასალების შეძენა მოხდა. ამ დროისათვის ტაძრის მშენებლობა უკვე დასრულების სტადიაშია. წლის ბოლომდე ეკლესიის გადახურვაც იგეგმება.
სულ მალე ჭყეპის წმინდა გიორგის სახელობის აღდგენილ ტაძარში საუკუნეების შემდეგ წირვა-ლოცვა კვლავ განახლდება.
თეონა ჯანელიძე