ტყიბულის ოლქში ოცდაჩვიდმეტივე საარჩევნო უბანი საღამოს 20:00 საათზე დაიხურა. ხმების დათვლის პროცედურა თითქმის ყველა უბანზე ხმაურის გარეშე და წესების სრული დაცვით ჩატარდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პროცესმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით ტყიბულის ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. საარჩევნო სიებში სულ 23 180 მოქალაქე იყო დარეგისტრირებული, საიდანაც არჩევნებზე საკუთარი პოზიცია 9 694-მა ადამიანმა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 41,8%-ს შეადგენს. წინასწარი შედეგებით ამ დროისთვის “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს. ამომრჩეველთა ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: კოალიცია ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა რობიზონ გვენეტაძემ 6 510 ხმა მიიღო, რამაც საერთო რაოდენობის 67,2% შეადგინა, ხოლო ,,ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” კანდიდატმა თენგიზ ჭიქაბერიძემ კი 2 951 ხმა, რაც საერთო რაოდენობის 31,62%-ია.
ამ დრომდე ტყიბულის #57-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მცირე სახის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით 12 საჩივარი იქნა შესული, რომელიც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიტანეს.
თეონა ჯანელიძე