ძიძიგურის სახელობის შახტის დასახლებაში, ჯალაღანიას ცხრა ნომერში მდებარე კრივის დარბაზი უკვე გარემონტდა.
ახლადგარემონტებული დარბაზის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის გამგებელ რობიზონ გვენეტაძესთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სხვა წარმომადგენლებიც დაესწრენენ.
აღნიშნული დარბაზი წლების მანძილზე არ შეკეთებულა და მოკრივეებს აქამდე იქ ვარჯიში გაუსაძლისს პირობებში უწევდათ. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით კრივის დარბაზში სარემონტო სამუშაოები სექტემბერში დაიწყო. დარბაზში მეტალო-პლასტმასით მთლიანად შეიცვალა ფანჯრები, შეიღება კედლები, ჰგაკეთდა ჭერი და ელექტროგაყვანილობა. აქვე გარემონტდა აგრეთვე გასახდელი ოთახი, კაპიტარური რემონტი ჩატარდა ასევე სველი წერტილის მოსაწესრიგებლად.
კრივის დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. დარბაზში უახლოეს პერიოდში დაიგება ქეჩა და ჩაირთვება ელექტროენერგიაც.
დარბაზის პრეზენტაციის დღეს პატარა მოკრივეებმა იქ დამსწრე საზოგდოებას მცირე საჩვენებელი ბრძოლები წარუდგინეს.
თეონა ჯანელიძე