ტყიბულის მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა მობილიზებულია იმერეთის თითქმის ყველა სამაშველო სამსახური და ტყის მასივში გავრცელებულ ხანძარს ებრძვის.    თუ როგორი ზიანი მოუტანა ამ დღეებში გავრცელებულმა ხანძარმა ჩვენს ქალაქს ამის მომსწრე თითოეული თქვენთაგანია. ამიტომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოუწოდებს ყველა მოქალაქეს თავი შეიკავოს ფოთლების დაწვისა და ზოგადად ქუჩებსა და ეზოებში ცეცხლის დანთებისგან. ვინაიდან ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, რომ არაფერი ვთქვათ ეკოლოგიურ პრობლემაზე დიდია საფრთხე ხანძრის მასიური გავრცელებისა.

  გარემოს გაუფრთხილებლობის მიზნით დაუდევარი ქმედება დასჯადია საქართველოს კანონმდებლობით და ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეს დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა.