წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე კედელზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. პროექტის ინიციატორი ადგილობრივი თვითმმართველობაა, რომელმაც ტაძრის მრევლის თხოვნა გაითვალისწინა და აღნიშნული საქმისათვის ბიუჯეტიდან 3 266 ლარი გამოყო. 46 მეტრზე გაჭრილ ფუნდამენტში ბეტონის მასა ჩაისხა. უახლოეს მომავალში აქ 170 სანტიმეტრი სიმაღლის გალავნის ტიპის კედელი აღიმართება.
ნათია მურუსიძე