მთავარანგელოზობა ანუ კრება წმინდისა მთვარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა 21 ნოემბერს აღინიშნება. დღესასწაულის აღნიშვნა ლაოდოკიის ადილობრივ კრებაზე გადაწყდა, რომელიც მეოთხე საუკუნის დასაწყისში, ნიკეის პირველ მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. ლაოდოკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტიკიცა მათი მართლმადიდებური თაყვანისცემა.
დღესასწაული აღინიშნება მარტიდან მეცხრე თვეს – ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. თვის მერვე დღე მიგვანიშნებს ყოველთა უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე, როგორც წმინდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს. წმინდა მამები სამყაროს არსებობის ხანას სიმბოლურად შესაქმის შვიდ დღეს უკავშირებენ, შვიდი ათასწლეულის შემდეგ.
ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. ყოვლადწმინდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი. ისინი ადამინანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ. ხოლო საყდარნი ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.
მთავარანგელოზობის დღესასწაულზე საქართველოს სხვა ყველა ეკლესიის მსგავსად ღვითისმსახურება ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარშიც ჩატარდა, სადაც ქადაგებისას მამა გაბრიელმა დალოცა მრევლი და მთავარანგელოზობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
თეონა ჯანელიძე