ტყიბული. 19 დეკემბერს მ/ძ გადამცემ ხაზ „ჩეროსუბანზე“ დაგეგმილი გაჩეხვითი და სარემონტო სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდებათქვესადგურის „ტყიბული-3“ მომხმარებლებს ქ. ტყიბულში (გამსახურდიას, ბარათაშვილის, ლესელიძის, ვაჟა-ფშაველას, ჭელიშვილის, ჩხეიძის, ბერეკაშვილის, ჭიათურის, ტყვარჩელის, ძმები ვარდოსანიძეების, ქასრაშვილის, ყაზბეგის, ორბელიანის ქუჩებს) და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საწირე, ძიროვანი, დაბაძველი, ზედუბანი, ახალსოფელი, სამტრედია, ბზიაური, მანჭიორი.
18 და 19 დეკემბერს საემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოირთვება ფიდერი „სოჩხეთი“ რის გამოც ძაბვის მიწოდება დროებით შეუწყდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებს სოჩხეთი, ძმუისი, წყნორი, კისორეთი. 18 დეკემბერს გამოირთვება ფიდერ „ტელევიზის“ მომხმარებლები სოფლებში კურსები, გელათი და მოწამეთა, ხოლო 19 დეკემბერს დროებით გაითიშება ფიდერი „გელათი 2“, რის გამოც ელენერგია შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში კურსები და ნაბოსლევი.
„ენერგო-პრო-ჯორჯია“